თბილისში დედა–შვილის ცხედარი იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედა–შვილის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით დედა-შვილის ცხედრები იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

დედა–შვილი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილები არიან.

„ნათესავთან არ გავიდა კონტაქტზე და მან მოაკითხა. დედა შეუძლოდ იყო, ფაქტიურად ვერ დადიოდა. შვილიც ავადმყოფი იყო“, – განაცხადა ერთ–ერთმა მეზობელმა.

გაზის ქურა - Sputnik საქართველო
გაზის სუნი თბილისის ქუჩებში შესაძლოა ისევ გაჩნდეს

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილებს სხეულზე დაზიანების კვალი არ აღენიშნებათ.

შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

საქმეზე გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0