ყაზბეგის გამზირზე ავტოავარია მოხდა

გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლის დაუდევრობას მოჰყვა.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. გუშინ ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუთავი 2“

სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
დასავლეთ საქართველოში ოჯახი ავარიაში მოყვა: დაიღუპა სამი წლის ბავშვი

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლის დაუდევრობას მოჰყვა.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0