თბილისის ცენტრში ტაქსისტი დააყაჩაღეს

გამოწერა
ავლაბრის რაიონში ბოროტმოქმედმა ტაქსის მძღოლს დაახლოებით 50 ლარის თანხა გამოსძალა.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. თბილისში, სამშაბათს დილით, წურწუმიას ქუჩაზე უცნობმა მამაკაცმა დანის მუქარით ტაქსის მძღოლი დააყაჩაღა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს შს სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ბოროტმოქმედმა მიმალვა მოასწრო და 50 ლარამდე თანხა წაიღო. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანა.

შემთხვევის ადგილზე დილიდან მუშაობდნენ პოლიციის თანამშრომლები და ავტომობილის ექსპერტიზას ატარებენ.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე  („ყაჩაღობის“) მუხლით დაიწყო, რაც ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0