მკვლელობა გორში – ქალაქის ცენტრში ბიზნესმენი ჩაცხრილეს

© Flickr / Thomas Hawkპისტოლეტი
პისტოლეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს გოგიჩაიშვილების ოჯახში მკვლელობის მეორე შემთხვევაა – უფრო ადრე ერთ–ერთი ძმა მოკლეს.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. გორის ცენტრში ბიზნესმენი გურამ გოგიჩაიშვილი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ტელეარხის ინფორმაციით, მოკლულის ძმა გორში გავლენიანი პირი ბორია გოგიჩაიშვილია, რომელსაც საკუთარი ბიზნესი და რამდენიმე ქარხანა აქვს.

პოლიცია - Sputnik საქართველო
მკვლელობა თბილისში: 43 წლის ქალი თოკით გაგუდეს

გოგიჩაიშვილი ნინო ბურჯანაძის პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" ოფისში მივიდა. თვითმხილველების თქმით, იქ შესვლისთანავე მას უცხო პირი დაედევნა და ეზოშივე მოკლა. ბურჯანაძის პარტიის ოფისში აცხადებენ, რომ გოგიჩაიშვილს მათთან საერთო არაფერი ჰქონდა.

ეს გოგიჩაიშვილების ოჯახში მკვლელობის მეორე შემთხვევაა – უფრო ადრე ერთ–ერთი ძმა მოკლეს.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ–ის მუხლით „განზრახ მკვლელობა“.


ყველა ახალი ამბავი
0