ქიქოძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი ვარაუდით, ხანძრის მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობა იყო.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. თბილისში, ქიქოძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“

სახანძრო - Sputnik საქართველო
რუსთავში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ქიქოძის 6 ნომერში ცეცხლი გვიან ღამით შენობის მეოთხე სართულზე, სხვენში გაჩნდა და მესამე სართულზეც გავრცელდა, რის შედეგადაც ნაწილობრივ დაიწვა იქ მდებარე რამდენიმე ბინა. სულ დაიწვა დაახლოებით 250 კვ.მ ფართობი.

წინასწარი ვარაუდით, ხანძრის მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობა იყო.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის ლიკვიდაცია დილის 5 საათზე მოხერხდა, ადგილზე 13 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა.

ყველა ახალი ამბავი
0