სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

© фото - public domainდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა დაკავებულს „მაუზერის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 საბრძოლო ვაზნა და „მეტადონის“ შემცველი სითხე აღმოუჩინეს.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში 1976 წელს დაბადებული ზ.ძ. დააკავეს, აღნიშნულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „მაუზერის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 საბრძოლო ვაზნა და „მეტადონის“ შემცველი სითხე ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე  მიმდინარეობს 236-ე და 260-ე მუხლებით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

ყველა ახალი ამბავი
0