ისრაელის მოქალაქეს საქართველოში პატიმრობა ელოდება

გამოწერა
პოლიციამ ისრაელის მოქალაქეს, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ბუპრენორფინის შემცველი 104 აბი აღმოუჩინა.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ისრაელის მოქალაქე დააკავა, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიციამ 104 აბი აღმოაჩინა, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს შეიცავს.

დაკავებული ხელბორკილებით - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს–მ დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

გარდა ამისა, ნარკოლოგიურმა შემოწმებამ აჩვენა, რომ დაკავებული ბუპრენორფინისა და მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მუხლით „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა“, რაც რვიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0