გზაზე ჩამოწოლილ ზვავში ორი ახალგაზრდა მოყვა

© администрация Хелвачауриდიდთოვლობა აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონი
დიდთოვლობა აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღალმთიან აჭარაში ზვავში მოყოლილი ახალგაზრდების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 13 დეკემბერი —  Sputnik. მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობა მოსახლეობას უკვე რამდენიმე დღეა პრობლემებს უქმნის. ხულოში ზვავი, შუახევში კი მეწყერი ჩამოწვა. ხულო-გოდერძის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილმა ზვავმა ორი ახალგაზრდა მოიყოლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

ზვავში მოყოლილი ახალგაზრდები ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ამოიყვანეს. დაშავებულები ამ დროისათვის ხულოს რაიონულ საავადმყოფოში იმყოფებიან და, ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია — ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ვერ ვპოულობდით და ტელეფონზე დავურეკეთ. ტელეფონის ზარის ხმაზე მივაგენით და ამოვიყვანეთ. სხვა შემთხვევაში ვერც ჩვენ ვიპოვიდით და ვერც სამაშველო სამსახური ამოასწრებდა“, — განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა თეიმურაზ შავაძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

მეწყერსაშიშროების გამო ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქროპირაულიდან ერთი ოჯახი გამოიყვანეს, რომელსაც საფრთხე ემუქრებოდა.

საქართველოში დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან - Sputnik საქართველო
საქართველოში დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან

ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი მაღალმთიანი აჭარის რამდენიმე სოფელი და შეჩერებულია სასწავლო პროცესი. მოსახლეობა პრობლემების მოგვარებას ითხოვს. მათი თქმით, ასეთი მდგომარეობა ყოველ ზამთარს მეორდება.

დიდთოვლობის გამო მაღალმთიან აჭარაში სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია. თოვლის საფარი ამჟამად ორ მეტრს აღწევს. აჭარაში საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0