მცხეთაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას თავდაცვის სამინისტროს კაპრალი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს სამხედრო გზა
საქართველოს სამხედრო გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მცხეთასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ასეულის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ოლღა ადუაშვილი გარდაიცვალა.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „პიკაპის“ ტიპის ავტომანქანა 25 ნოემბერს ქალაქ მცხეთის შესასვლელთან ხიდიდან მდინარე მტკვარში გადავარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ოლღა ადუაშვილი, ხოლო ამავე ქვედანაყოფის ორი სამხედრო დაშავდა. დაშავებული სამხედროები დაუყოვნებლივ გადაიყვანეს მცხეთის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

112 - Sputnik საქართველო
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი სამხედრო გარდაიცვალა

სამინისტროს ინფორმაციით, გადარჩენილთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შემდეგი მკურნალობის კურსის ჩატარების მიზნით მათ გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში რამდენიმე საათში გადაიყვანენ.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ასეულის სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ოლღა ადუაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტომანქანა მცხეთიდან თბილისში, „გიგანტის“ დასახლებაში მდებარე უზრუნველყოფის ბატალიონის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით – „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა“. საქმეს იძიებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახური.

ყველა ახალი ამბავი
0