ხანძარი აღმაშენებლის გამზირზე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე სახანძრო და სამაშველო ჯგუფები იყო მობილიზებული. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. გუშინ, ღამით აღმაშენებლის გამზირზე ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

რესტორან საჭაშნიკეში" ხანძრის გაჩენის მიზეზად ძველი სადენები დაასახელეს. რესტორნის დიდი ნაწილი ხის მასალისგან იყო, რამაც ხელი შეუწყო ხანძრის გავრცელებას მთელ სართულზე.

ადგილზე სახანძრო და სამაშველო ჯგუფები იყო მობილიზებული. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს. 

ადგილობრივების თქმით, ბოლო წლის განმავლობაში ეს უკვე მეორე ძლიერი ხანძარია. ისინი უსაფრთხოების ზომების არარსებობაზე საუბრობენ.

ყველა ახალი ამბავი
0