17:41 26 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
სეისმოგრაფი

აღმოსავლეთ საქართველოში მიწისძვრა მოხდა

© Flickr/ James
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
27 0 0

მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 59 კილომეტრში, სოფელ სოღუთლოსთან იყო.

თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. თბილისიდან 59 კილომეტრში, დმანისთან ახლოს, სოფელ სოღუთლოსთან 3,9 მაგნიტუდის სიმძლავრის  მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებ-გვერდზე.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 04:11 საათზე დაფიქსირდა.

შენობების დაზიანებისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სოღუთლოსთან მიწისქვეშა ბიძგები მიმდინარე წლის 4 აგვისტოსაც დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, მაშინ ბიძგების მაგნიტუდამ 3,1 შეადგინა.

მთავარი თემები