ბაია პატარაია: ტრანსგენდერის ცემის ფაქტზე ნაწილობრივ ხელისუფლებაცაა პასუხისმგებელი

გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ტრანსგენდერის ცემის ფაქტის გამოძიებას მოითხოვდნენ.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს და ორი დღის წინ თბილისში მომხდარი ინციდენტის, ტრანსგენდერის ცემის ფაქტის გამოძიება, მოტივის დადგენა და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვეს. შეკრებილების აზრით, ინციდენტი ჰომოფობიის საფუძველზე მოხდა.

112-ის სამსახური - Sputnik საქართველო
თბილისში ტრანსგენდერი სასტიკად სცემეს

„თუნდაც ერთი ადამიანი რომ დაისაჯოს და ამას ჰომოფობიის ან ტრანსფობიის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცეს, ეს გახდება მაგალითი სხვა პოტენციური ჰომოფობებისთვის“, — განაცხადა აქციის მონაწილე ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ.

„ქალთა მოძრაობის“ დამაარსებელ ბაია პატარაიას მიაჩნია, რომ ხელისუფლება პასუხისმგებელია ასეთი სახის დანაშაულზე. 

„ამ დანაშაულზე ნაწილობრივი პასუხისმგებლობა ხელისუფლებასაც ეკისრება, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ მთელი თავისი წინასაარჩევნო კამპანია ჰომოფობიურ განცხადებებზე ააგო. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა არაფერს მოგვცემს, ეს არ შემცირებს სიძულვილს“, — განაცხადა მან.

ყველა ახალი ამბავი
0