სააკაშვილი: ნემცოვი მაფრთხილებდა, რომ ივანიშვილი ყველანაირ ძალადობაზეა წამსვლელი

© AP Photo / Sergei Chuzavkovმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში სამშაბათს დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექსპრეზიდენტი და ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თბილისში მისი ყოფილი თანამებრძოლის — გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტს საკუთარ Facebook გვერდზე ეხმაურება.

"ჯერ კიდევ ბორის ნემცოვი, რომელიც რუსეთიდან ივანიშვილს კარგად იცნობდა, შარშან კიევში მაფრთხილებდა, რომ ივანიშვილი და ივანიშვილის წარმატებაში დაინტერესებული ძალები ყველანაირ ძალადობაზე არიან წამსვლელები. ვისაც ჰგონია, რომ 9 თვის ბარბარე რაფალიანცისა და დიდი ალბათობით ეროსი კიწმარიშვილის მკვლელები, გივი თარგამაძის მძიმე საფრთხეში ჩაგდებაზე არ წავიდოდნენ, დაშინების ან ფიზიკური განადგურების მიზნით, ძალიან ცუდად იცნობს ივანიშვილსა და 90-იანი წლების რუსეთს, სადაც მან ფული იშოვა", დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით,ივანიშვილისთვის ხელისუფლების დაკარგვა, ყველაფრის დაკარგვის ტოლფასია და ის ბოლომდე გაიბრძოლებს, ამიტომ დესტაბილიზაცია მის ინტერესებში შედის.

"შემდეგ დღეები, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივყვეთ ჩვენს გეგმას, არჩევნების ჩატარებისა და ოლიგარქის მარწუხებიდან საბოლოოდ განთავისუფლების", — წერს მიხეილ სააკაშვილი. 

თბილისი ღამით - Sputnik საქართველო
გივი თარგამაძე „რუსთავი 2“ -ის პირდაპირ ეთერში აფეთქების დეტალებზე ისაუბრა

სამშაბათს საღამოს თბილისის ცენტრში კოლმეურნეობის მოედანზე, ყოფილი მმართველი პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს. ამ დროს მანქანაში გივი თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ, რომლებიც მსუბუქად დაშავდნენ. აფეთქების შედეგად დაიჭრა შემთხვევით გამვლელი 5 ადამიანი — ისინი საავადმყოფოშიგადაიყვანეს, ასევე დაზიანდა ახლოს მდგარი ავტომანქანები და მაღაზიების ვიტრინები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით. საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნული დანაშაული 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 


 

ყველა ახალი ამბავი
0