08:40 24 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
საქართველო-სომხეთის საზღვარი

პოლიციამ ნინოწმინდაში საზღვრის დამრღვევი სომხეთის მოქალაქე დააკავა

© photo: Sputnik / Aram Nersesyan
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
3101

1998 წელს დაბადებულმა სომხეთის მოქალაქემ საზღვარი უკანონოდ ნინოწმინდაში გადმოკვეთა.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებული სომხეთის მოქალაქეა. 

"შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული გ. მ. ნინოწმინდაში დააკავეს", — ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.მ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვები პუნქტი „სამების“ გავლით, უკანონოდ გადმოკვეთა.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.

მთავარი თემები