მილანის ბარში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიმსოფლიო ქალაქები - მილანი
მსოფლიო ქალაქები - მილანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტი კვირა ღამეს მოხდა ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარე ბარში, რომელიც იმ დროისათვის დაკეტილი იყო.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ათი ადამიანი დაშავდა მილანის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებულ ბარში მომხდარი აფეთქებისა და შემდგომ გაჩენილი ხანძრის შედეგად, იტყობინება სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეარხ RaiNews24-ზე დაყრდნობით. 

ინციდენტი კვირა ღამეს მოხდა 01:30 საათზე შენობაში, რომელიც ქალაქის ცენტრის ახლოს არის განლაგებული. 

მეხანძრეები - Sputnik საქართველო
მოსკოვში ხანძრის ჩაქრობისას რვა მეხანძრე დაიღუპა

ინციდენტის დროს ბარი დაკეტილი იყო. აფეთქების შემდეგ ხანძარი შენობაში განთავსებულ საცხოვრებელ ბინებს მოედო. სახლის მცხოვრებთა ევაკუაცია დროულად მოხდა, თუმცა 10 ადამიანი საავადმყოფოში მსუბუქი დამწვრობითა და ინტოქსიკაციით გადაიყვანეს. 

ამ დროისათვის პოლიცია და სახანძრო სამსახური ცდილობს დაადგინოს აფეთქების მიზეზები. 


ყველა ახალი ამბავი
0