„ქართულმა ძალამ“ თბილისის ცენტრში არეულობა მოაწყო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოძრაობა „ქართული ძალის“ აქტივისტებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ მოძრაობა „ქართული ძალის“ 11 აქტივისტი დააკავა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდების ჯგუფმა არეულობა მოაწყო დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში. თავდასხმის ობიექტები თურქული კაფეები გახდა. 

გასულ ღამეს „ქართული ძალის“ მონაწილეებმა არასანქცირებული მსვლელობა მოაწყვეს გმირთა მოედნიდან მეტროს სადგურ „მარჯანიშვილამდე“. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი სადგურ „მარჯანიშვილის“ მახლობლად გამოჩნდნენ. საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ „ქართული ძალის“ წევრები იჭრებოდნენ კაფეებში შეძახილებით „დიდება ერს, სიკვდილი მტერს!“ და არეულობებს აწყობდნენ. 

„მსვლელობის მონაწილეები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით, შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს, ისროდნენ მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში, აზიანებდნენ წარწერებსა და ბანერებს”, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში

ქართული ძალა - Sputnik საქართველო
„ქართული ძალა“ უარყოფს ვეგანურ კაფეში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობას

აღმაშენებლის გამზირზე გვიან ღამემდე პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტური სამსახურის თანამშრომლების სიმრავლე იყო. ისინი თურქული კაფეების თანამშრომლების გამოკითხვას აწარმოებდნენ. 

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით — „ხულიგნობა რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით ან ძალადობის მუქარით“ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 

მოძრაობა „ქართული ძალა“ პირველად არ ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მაისში მოძრაობის 10-მდე აქტივისტი თბილისში ვეგეტარიანელთა კაფე „კივიში“ შეიჭრა შამფურებითა და სოსისების აცმებით და კაფეს მომხმარებელთა პროვოცირებას ახდენდნენ. სიტყვიერი შელაპარაკება ქუჩაში მასიურ ჩხუბში გადაიზარდა, რომელშიც მეზობლად მცხოვრები სახლების მცხოვრებლებიც ჩაერთნენ.

ყველა ახალი ამბავი
0