სამცხე-ჯავახეთში პოლიციას ტროტილი და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები ნებაყოფლობით ჩააბარეს

© Flickr / IDFყუმბარა
ყუმბარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში იარაღისა და საბრძოლო მასალების ფლობისთვის შსს-ს სპეციალური ნებართვაა საჭირო.

თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებლებმა უკანონოდ შენახული იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს.

Pistol with ammunition - Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა თბილისში პისტოლეტები, ვაზნები და ორი მჭიდი ამოიღეს

აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან, ნათქვამია განცხადებაში.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ექვსმა მკვიდრმა პოლიციას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1150 საბრძოლო ვაზნა, 50 ხელყუმბარა, ხელყუმბარის 3 დეტონატორი, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის 8 დეტონატორი, 5 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, ჭურვების სასროლი 1 მოწყობილობა, 1 საკვამლე კოჭა და 1 კილოგრამი ტროტილი ჩააბარა.

საქართველოში იარაღისა და საბრძოლო მასალების ფლობისთვის  შსს-ს სპეციალური ნებართვაა საჭირო.

ყველა ახალი ამბავი
0