06:14 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ფეისბუქი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტით დაინტერესდა

© Sputnik/ Nataliya Seliverstova
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
3402

სოციალურ ქსელ Facebook-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც გამოსახული იყო აფეთქების კადრი წარწერით „ეს მალე თბილისში მოხდება“.

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

„ფეისბუქის“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც გამოსახული იყო აფეთქების კადრი წარწერით „ეს მალე თბილისში მოხდება“. ინტერნეტ-მომხმარებლის ვინაობა არ საჯაროვდება.

„აღნიშნულზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველა საჭირო ინფორმაციას ფლობს. ინფორმაციის გავრცელებისთანავე სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ”, — ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახურის სიტყვებს.

უწყებაში დამატებითი ინფორმაციის გაცემისგან თავს იკავებენ და არ აკონკრეტებენ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია თუ არა კონკრეტული პიროვნება და დაბლოკილია თუ არა სოციალურ ქსელში დასახელებული პოსტი.

მიმდინარე წლის აპრილში სამართალდამცველებმა თბილისში მცხოვრები სულხან წულაძე დააკავეს, რომელმაც forum.ge-ზე დაწერა, რომ ის საქართველოში აშშ-ის ელჩზე იან კელიზე თავდასხმას აპირებდა.

ფორუმის მომხმარებელთა უმეტესობამ ეს ხუმრობად ჩათვალა, თუმცა სამართალდამცველებმა აღნიშნული განცხადება რეაგირების გარეშე არ დატოვეს.

ამ ეტაპზე წულაძე წინასწარ პატიმრობაშია. მას 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მთავარი თემები