საქართველოში ცნობილი ბრენდების სარეცხ ფხვნილებს კუსტარულად ამზადებდნენ

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიმარკეტი
მარკეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეები ახდენდნენ იაფფასიანი სარეცხი ფხვნილის კუსტარული წესით დამზადებას და ათავსებდნენ ცნობილი ბრენდების PERSIL-ისა და ARIEL-ის პაკეტებში შემდგომში რეალიზაციის მიზნით.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სარეცხი ფხვნილის პოპულარული ბრენდების PERSIL-ისა და ARIEL-ის კუსტარული წესით დამზადებისთვის სამი ადამიანი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ყალბი აქციზური მარკები - Sputnik საქართველო
ყალბი აქციზური მარკების დამზადების ფაქტზე სამი პიროვნება დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეები ახდენდნენ იაფფასიანი სარეცხი ფხვნილის კუსტარული წესით დამზადებას და ათავსებდნენ ცნობილი ბრენდების PERSIL-ისა და ARIEL-ის პაკეტებში შემდგომში რეალიზაციის მიზნით.

„საგამოძიებო სამსახურის მიერ კუსტარულად მოწყობილი საწარმოებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ფალსიფიცირებული სარეცხი საშუალებები", — ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0