17:42 20 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
დოლარი

შსს: თაღლითებმა აფხაზეთიდან დევნილს 15 ათასი აშშ დოლარი გამოსძალეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
2201

საქართველოს სამი მოქალაქე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ქალბატონს თბილისში ბინის მიღებას დაჰპირდა.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს შსს-მ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით სამი ადამიანი დააკავა — 1949 წელს დაბადებული ბონდო ო., 1956 წელს დაბადებული ვერა ა. და 1951 წელს დაბადებული თამაზ გ.
გამოძიების მონაცემებით, დაკავებულები აფხაზეთიდან დევნილს თბილისში ბინას დაჰპირდნენ. უთხრეს, რომ მათ თბილისის მერიასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გავლენიანი ნაცნობები ჰყავთ.

ამისთვის მათ 15 ათასი აშშ დოლარი მოითხოვეს. აქედან 7 ათასი წინასწარ აიღეს. დანარჩენი თანხა დაზარალებულს მოგვიანებით უნდა გადაეცა, აღნიშნეს საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურში.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აფრთხილებს მოქალაქეებს, არ გაურიგდნენ თაღლითებს და მათ შესახებ შესაბიმისი ინფორმაცია შსს-ს მიაწოდონ.

უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ბინები იძულებით გადაადგილებულ პირებს უსასყიდლოდ გადაეცემათ და ამაზე სპეციალური კომისია მუშაობს.

2012 წლიდან დღემდე დევნილებისთვის ბინების გადაცემასთან დაკავშირებით თაღლითობის შვიდი ფაქტი გამოვლინდა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით).

ვერა ა. და თამაზ გ. ადრე ნასამართლევი არიან.

მთავარი თემები