მებაჟეებმა 178 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს

© Fotolia / Africa Studioჰეროინი
ჰეროინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომანქანა, რომელშიც ჰეროინი იყო, ირანიდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის გავლით, ჰოლანდიაში მიდიოდა.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოში მებაჟეებმა სატვირთო მანქანიდან 178 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ავტომანქანა ირანიდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის გავლით ჰოლანდიისკენ მიემართებოდა.

ჰეროინის მსხვილი პარტიის ამოღების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, მაგრამ საქმის სხვა დეტალები არ გაუხმაურებია. საქმე უკვე გადაეცა შსს-ს.

ყველა ახალი ამბავი
0