19:00 22 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8357
  • 100 RUB3.8519
  • USD2.4579
სასაზღვრო აბრა

სოფელ ბერშუეთიდან ორი პირი გაიტაცეს

© Photo: courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgia
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
3201

რუსმა „მესაზღვრეებმა“ მამა-შვილი ზაუტაშვილები სოფლის საძოვრებზე პირუტყვის მწყემსვისას დააკავეს.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ადამიანის გატაცების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა დღეს სოფელ ბერშუეთში, რომელიც, ეგრეთ წოდებული საზღვრის ახლოს მდებარეობს.

რუსმა „მესაზღვრეებმა“ მამა-შვილი როინ და გიორგი ზაუტაშვილები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი სოფლის საძოვრებზე, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, პირუტყვს მწყემსავდნენ.

„ჩემი მამამთილი და მეუღლე წავიდნენ დილით ადრე საძოვარზე და დამირეკა 9 საათზე მეუღლემ, რომ ბავშვს საკვები აეტანა. ცოტა ხანში ბავშვმა დამირეკა ტირილით, რომ მამა წაიყვანესო… სხვა მეტი არაფერი ვიცით. ახლაც ზარი გადის და არავინ გვპასუხობს“, —  უთხრა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებს ლელა აკოფაშვილმა.

როგორც ზეღდულეთის თემის რწმუნებული დავით ცერცვაძე ამბობს, რუსი ჯარისკაცები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და საქართველოს მოქალაქეები ისე დააკავეს.

„ეს ერთადერთი საძოვარია სოფლისა და მაგიტომ იძულებულია მოსახლეობა, რომ იქ აძოვონ [საქონელს]. რისკის ფასად აძოვებენ და ძირითადად მაგედან ხდება გატაცებები“, — განაცხადა რწმუნებულმა.

ჯარიმის გადახდის თაობაზე ზაუტაშვილების ოჯახს ჯერ არავინ დაკავშირებია.

შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ რუსმა „მესაზღვრეებმა“ საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, ვახტანგ მჭედლიშვილი და გიორგი სოხატერი დააკავეს, რომლებიც დღეისათვის უკვე გათავისუფლებულები არიან. მათ ცხინვალის იზოლატორი ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვეს.

მთავარი თემები