14:40 24 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8597
  • 100 RUB3.8955
  • USD2.4578
თბილისი

თბილისში საცხოვრებელი კორპუსის აივნები ჩამოინგრა

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
5201

თემქის მე-4 მიკრორაიონში ერთ-ერთი კორპუსის ძველი აივნები ჩამოინგრა.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. თბილისში, თემქის დასახლების მეოთხე მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის აივნები ჩამოინგრა, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

როგორც მოსახლეობა აცხადებს, მათ არაერთხელ გააფრთხილეს შესაბამისი სტრუქტურები იმის თაობაზე, რომ კორპუსისა და აივნების მდგომარეობა სახიფათო იყო, თუმცა აქამდე ვითარების გამოსასწორებლად არაფერი გაკეთებულა.

„ამხანაგობის თავმჯდომარეს ვეუბნებით და გადავეციო მერიაშიც და გამგეობაშიცო, მაგრამ არავინ მოსულა. პირველი წელი კი არ არის, უკვე რამდენი წელია, ასეა… ძალიან გთხოვთ, მოგვაქციეთ ყურადღება“, — ითხოვს კორპუსის ბინადარი ემა ალოიანი.

როგორც ირკვევა, ჩამონგრევის მომენტში აივანზე იმყოფებოდა ერთ-ერთი მოსახლე, რომელიც წამიერად გადაურჩა დაშავებას.

ჩამონგრეული აივნები
ტელეკომპანია "იმედი"
ჩამონგრეული აივნები

„აივანზე ლეიბი გავიტანე… უკვე რამდენი ხანია ავარიულია ჩვენი სადარბაზო, კაი ხანია უკვე ცვივა ქვები, მაგრამ დღეს უკვე ნამეტანი იყო… [აივანი] მერყეობდა უკვე, გადმოვიწიე და წამში ჩაინგრა მთელი აივნები“, — უთხრა ჟურნალისტებს ლუსი პოღოსოვამ.

მობინადრეებს იმედი აქვთ, რომ დღევანდელი შემთხვევის შემდეგ შესაბამისი სამსახურები კორპუსის გამაგრებას დაიწყებენ.

ადგილზე უკვე იმყოფებიან მერიისა და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ვითარებას სწავლობენ.

კორპუსის შეკეთება, სავარაოდოდ, დღესვე დაიწყება.

მთავარი თემები