პოლიციამ ახალგაზრდა ქალის მკვლელი, მისი მეუღლე დააკავა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორჯერ ნასამართლევმა პირმა მეუღლეს სამსახურში - თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ივნისს ესროლა.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. თბილისში მცხოვრები 1980 წელს დაბადებული ბესიკ ო. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულმა, რომელიც ორჯერ არის ნასამართლევი, მიმდინარე წლის 6 ივნისს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, გარეკახეთის ქუჩაზე ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს, 1980 წელს დაბადებულ ეკატერინე ქ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ეკატერინე ქ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე — საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რომელიც 11-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0