თბილისელი მაშველები მდინარეში ავტომობილს ეძებენ

© photo: Sputnikმდინარე
მდინარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძლიერი დინების გამო სამძებრო სამუშაოები გართულებულია.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. მაშველები ეძებენ ავტომობილს, რომელიც გასულ ღამეს მშრალ ხიდთან მტკვარში გადავარდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს შსს-ს გადაუდებელი სამსახურის „112“ მართვის ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ინციდენტის დროს, წინასწარი მონაცემებით, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.

„სამუშაოები ახლაც გრძელდება. პროცესს ძლიერი დინება და მდინარის რელიეფური ფსკერი ართულებს“, — განაცხადა უწყების პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.


ყველა ახალი ამბავი
0