თბილისში მომხდარი ავტოავარიის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვები დაზარალდნენ

© photo: Sputnik112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. თბილისში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, შვიდი ადამიანი, მათ შორის ბავშვები დაზარალდნენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ორი ავტომობილის შეჯახებისას, ერთი ავტომობილი, რომელშიც მცირეწლოვანი ბავშვები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ, ამობრუნდა.

ყველა დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია.  შესაძლოა, რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.


ყველა ახალი ამბავი
0