მოკლულია სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მშობლიურ სოფელში სააღდგომოდ ჩასული სახელმწიფო დაცვის თანამშრომელი მეზობელთან შელაპარაკებას შეეწირა.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. მკვლელობა მარტვილის რაიონის სოფელ კურუზში შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დაღუპულია  სახელმწიფო დაცვის თანამშრომელი, იუწყება „რუსთავი 2“

არსებული ინფორმაციით, შელაპარაკება მეზობლებს შორის ქუჩაში დაიწყო, შემდეგ კი სახლში გაგრძელდა. გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. 30 წლის მამაკაცი აფხაზეთის მთავრობის პირადი დაცვის ოფიცერი იყო, რომელიც სოფელში რამდენიმე დღით იყო ჩასული.

კურუზში მომხდარ მკვლელობას ადასტურებენ შს სამინისტროში. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. 


ყველა ახალი ამბავი
0