სამების ტაძარში ხანძარი ლოკალიზებულია

© photo: Sputnik / Levan Avlabreliხანძარი სამების ტაძარში
ხანძარი სამების ტაძარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამების საკათედრო ტაძარში ხანძრის ჩაქრობაზე 12 ბრიგადა მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ ცნობილი არ არის.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ხანძარი სამების საკათედრო ტაძარში ლოკალიზებულია, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს, — გვაუწყა Sputnik–ის კორესპონდენტი ადგილიდან.

„ცეცხლი მეტად აღარ ვრცელდება… ადგილზე 12 სახანძრო–სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. დაშავებულები არ არიან. [აალების] სავარაუდო მიზეზებს სპეციალისტები დაადგენენ“, — განუცხადა ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომელმა მამუკა ყირიმელმა ჟურნალისტებს.

ხანძარი სამებაში - Sputnik საქართველო
სამებაში აფეთქების საშიშროება არსებობს

ხანძრის ჩაქრობაზე 12 ბრიგადა მუშაობს. მანამდე ცხადებოდა, რომ არსებობდა აფეთქების საშიშროება, ვინაიდან თვითმხილველების თქმით, ტაძრის სათავსოში გაზის სხვადასხვა ზომის ბევრი ბალონი ელაგა.

აალების მომენტში ტაძარში ბევრი ხალხი იყო — ერთი საათით ადრე იქ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ წირვა ჩაატარა.

ცნობილია, რომ უმნიშვნელოდ დაშავდა რამდენიმე სტიქაროსანი. ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით კვლავ უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0