თურქეთში ტერაქტის შემდეგ „ფეისბუქზე“, „ტვიტერსა“ და „იუთუბზე“ წვდომა გართულებულია

© REUTERS / MURAD SEZERაფეთქება სტამბოლში
აფეთქება სტამბოლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში პოპულარულ სოციალურ ქსელებს ბლოკავს.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. თურქი ინტერნეტმომხმარებლები იტყობინებიან, რომ შაბათს სტამბულში მომხდარი ტერაქტის შემდეგ ქვეყანაში „ფეისბუქი“, „ტვიტერი“ და „იუთუბი“ დაბლოკილი იყო ან მათზე წვდომა – უაღრესად გართულებული.

სოციალური ქსელების დაბლოკვის თაობაზე ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ ფაქტია, რომ მათზე წვდომის გართულებას ტერაქტის შემდეგ მომხმარებლები და მასმედია მთელი თურქეთის მასშტაბით უჩიოდა.

ტერაქტის ადგილი სტამბულში - Sputnik საქართველო
ხუთი ადამიანი დაიღუპა და 36 დაიჭრა თურქეთში მომხდარი მორიგი ტერაქტის დროს

მანამდე თურქეთის უმაღლესმა საბჭომ ტელევიზიასა და რადიოში შეზღუდვები დააწესა სტამბულის ტერაქტის მასმედიაში გაშუქებაზე. აკრძალვა შემთხვევის ადგილზე გადაღებული კადრების, აფეთქების მომენტისა და ტერაქტის მსხვერპლთა ამსახველი კადრების პირდაპირ ეთერში ჩვენებას ეხებოდა. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა თურქეთისთვის ტერაქტების შემდეგ.

შაბათს სტამბულის ცენტრში, ისთიქლიალის ქუჩაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ხელისუფლება ხუთი დაღუპულისა და 36 დაშავებულის თაობაზე იუწყება.

აღნიშნულ ქუჩაზე, რომელიც ტურისტთა თავშეყრის ადგილია, ასევე მდებარეობს სხვადასხვა სახელმწიფოთა დიპლომატიური მისიები.

ყველა ახალი ამბავი
0