ნუცუბიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა

გამოწერა
გაზის ბალონი იმ შენობის პირველ სართულზე აფეთქდა, რომელშიც გამომცემლობაა განთავსებული.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე შენობაში, რომელშიც გამომცემლობაა განთავსებული, აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.
ინციდენტი სამშაბათს დილით მოხდა.

„აფეთქდა გაზის ბალონი, რომელიც შენობის პირველ სართულზე მდებარე გამომცემლობაში იდგა. ადგილზე მაშველებისა და მეხანძრეების სამი ბრიგადა მუშაობდა“, — განაცხადა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის თანამშრომელმა ანა ნიკოლაიშვილმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით — „ნივთის დაზიანება ან განადგურება“.

ყველა ახალი ამბავი
0