18:24 24 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
მანანა კობახიძე

კობახიძე კობახიძის წინააღმდეგ

© Sputnik/ Александр Имедашвили
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
5 0 0

2010 წელს მანანა კობახიძე „კოკაინის საქმეზე“ დაკავებულთა ადვოკატი იყო. იმ პერიოდში ეკა ბესელიაც საადვოკატო საქმიანობით იყო დაკავებული.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საქართველოს პროკურატურას სთხოვს შეისწავლონ ადვოკატ კობა კობახიძის პროფესიული საქმიანობა, რომელმაც სკანდალური განცხადებები გააკეთა ე.წ. „კოკაინის საქმეზე“. 

ე.წ. კოკაინის საქმეზე, 2010 წელს საქატველოში ხუთი ადამიანი დააკავეს, რომელთაც სასამართლომ 30 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა საბერძნეთის მოქალაქე ნუგზარ ბოჭორიშვილი საქართველოში ჯგუფის სხვა წევრებს უგზავნიდა ჯართს პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან,  რომელშიც კოკაინი ინახებოდა. 

რამდენიმე დღის წინ, კობა კობახიძემ, რომელიც 2014 წელს იცავდა „კოკაინის საქმეში“ 5 ბრალდებულს, განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და მისმა ძმამ — თედო კობახიძემ უჩიეს საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის  - ანასტასია ზაუტაშვილის ოჯახს მისი აყვანა ადვიკატად და ამასთან დაპირდნენ, რომ ზაუტაშვილს პრეზიდენტი შეიწყალებდა. 

კობა კობახიძე ასევე ამტკიცებს, რომ ზაუტაშვილის ოჯახმა თედო კობახიძის მეშვეობით, საადვოკატო მომსახურებისათვის მას 5 ათასი ევრო გადაუხადა. მოგვიანებით თედო კობახიძემ მას ეს ფული ესესხა. ასევე თედო კობახიძე ცდილობდა დაეყოლიებინა კობა კობახიძე, რომ მას საქმის ყოველი ფიგურანტის ოჯახისაგან 75 ათასი ევრო აეღო, იმ შემთხვევაში თუ ისინი განთავისუფლდებოდნენ. 

ადვოკატის თქმით, მან უარი თქვა ამხელა თანხის აღებაზე თითოეული ფიგურანტისაგან და მოელაპარაკა მათ რომ ყველა ფიგურანტისაგან ერთად აიღებდა 75 ათას ევროს. 

ამის დასადასტურებლად კობა კობახიძემ ზაუტაშვილის ოჯახთან დადებული ხელშეკრულება გამოაქვეყნა საადვოკატო მომსახურებაზე. 

როცა ცნობილი გახდა, რომ ზაუტაშვილს არ შეიწყალებდნენ, კობა კობახიძეს დაუკავშირდა ზაუტაშვილის მეგობარი ნუგზარ ბოჭორიშვილი (საქმის მთავარი ფიგურანტი) და ფულის უკან დაბრუნება მოსთხოვა. 

კობა კობახიძემ იგი თედო კობახიძესთან გადაამისამართა, რომელმაც მამამისის მეშვეობით ზაუტაშვილის ოჯახს 5 ათასი ევრო დაუბრუნა. 

საქართველოში „კოკაინის საქმეზე“ აქტიურად ალაპარაკდნენ მას შემდეგ, რაც 2015 წლის 14 დეკემბერს გაზეთმა „კვირის პალიტრა“ სანდო წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ მანანა კობახიძე, რომელიც თავის დროზე ბრალდებულთა ადვოკატი იყო და  დეპუტატი ეკა ბესელია, რომელიც ასევე ადვოკატი იყო იმ დროს, შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელს ბრალდებულ ანასტასია ზაუტაშვილის „საქმის დაძვრას“ სთხოვდნენ. 

მანამდე, დეკემბერში, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო „გავლენით ვაჭრობის“ მუხლით, შეწყალების სახელმწიფო კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეების — ალეკო ელისაშვილისა და ზვიად ქორიძის განცხადებების საფუძველზე. 


მთავარი თემები