არასრულწლოვანი გოგონას კიდევ ერთი გამტაცებელი დაკავებულია

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამირა ბაირამოვას დედის განცხადებით, გატაცება მაშინ მოხდა, როდესაც გოგონა უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად მოსამზადებელ კურსებზე მიდიოდა და მარნეულის რაიონში წაიყვანეს. ზამირ ვ. მანამდე დაკავებული ელჩინ ი.-ის თანამზრახველია.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში მცხოვრები სამირა ბაირამოვასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული ზამირ ვ. დააკავეს, იუწყება საქართველოს შსს-ს პრესსამსახური.

ზამირ ვ. ელჩინ ი.-ის თანამზრახველია, რომელმაც მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, ფონიჭალაში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ სამირა ბაირამოვას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. ელჩინ ი., რომელიც რუსეთის მოქალაქეა, უკვე დაკავებულია.

დაკავება - Sputnik საქართველო
არასრულწოვანის გამტაცებელი დაკავებულია

სამირას ახლობლები ამტკიცებენ, რომ გოგონა გათხოვებაზე არ ფიქრობდა და სწავლის გაგრძელება სურდა. ამიტომ, სანამ გოგონას სახლში დააბრუნებდნენ, ისინი ფონიჭალის პოლიციის განყოფილებაში ორჯერ შეიჭრნენ, ასევე გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი და სამირას დაბრუნებისთვის ზომების გატარებას ითხოვდნენ.

სამირას ორი ნათესავი, რომლებიც შსს-ს შენობაში შეიჭრნენ, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

ამჟამად პოლიცია დანაშაულის თანამონაწილეებს ეძებს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით).

ყველა ახალი ამბავი
0