07:37 23 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ჰეროინი

თბილისში ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

© Sputnik/ Олег Золото
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
4 0 0

ბოლო მონაცემებით, 2015 წლის იანვრიდან აგვისტომდე 3174 ნარკოდანაშაული იქნა დარეგისტრირებული, რომელთაგან 2894 გახსნილია. გახსნილი საქმეების რაოდენობამ 91,18% შეადგინა.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში პოლიციის თანამშრომლებმა სომხეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც 1,3492 გრ ჰეროინი და 0,0507 გრ ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი აღმოაჩნდა, იტყობინება საქართველოს შსს სამშაბათს, 13 ოქტომბერს. 

„სამართალდამცველებმა თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან, სადაც ბრალდებული დროებით ცხოვრობდა, 1,3492 გრ ჰეროინი და 0,0507 გრ ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი ამოიღეს“, — ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის შეტყობინებაში. 

სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1975 წელს დაბადებული ბენიამინ ა.-ს წინააღმდეგ აღძრულია საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე —საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 

ბოლო მონაცემებით, 2015 წლის იანვრიდან აგვისტომდე 3174 ნარკოდანაშაული იქნა დარეგისტრირებული, რომელთაგან 2894 გახსნილია. გახსნილი საქმეების რაოდენობამ 91,18% შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნარკოდანაშაულის დონემ 36,82%-ით იკლო. 


მთავარი თემები