აღმოსავლეთ საქართველოში მამაკაცმა პოლიციელი მძიმედ დაჭრა

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს რაიონულ სამმართველოში შესული სატელეფონო ზარი ერთ-ერთ ოჯახში ძალადობის შესახებ იტყობინებოდა. შემთხვევის ადგილზე პოლიციელთა ჯგუფი გავიდა. მათ ელიზბარ პ-მ ცეცხლი გაუხსნა და ერთ-ერთი პოლიციელი დაჭრა.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. აღმოსავლეთ საქართველოში, სოფელ ზემო ალვანის მცხოვრებმა პოლიციის თანამშრომელი თავისა და მკერდის არეში დაჭრა, იუწყება ორშაბათს, 10 აგვისტოს საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური.

შსს-ს რაიონულ სამმართველოში შესული სატელეფონო ზარი ერთ-ერთ ოჯახში ძალადობის შესახებ იტყობინებოდა. შემთხვევის ადგილზე პოლიციელთა ჯგუფი გავიდა. მათ ელიზბარ პ.-მ ცეცხლი გაუსნა და ერთ-ერთი პოლიციელი დაჭრა.

„სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ის საავადმყოფოში გადაიყვანა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“, — აღნიშნულია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

თავდამსხმელის დაკავებისთვის სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოძახება გახდა საჭირო. დაკავების ოპერაცია წარმატებით დასრულდა, იუწყება შსს.

ელიზბარ პ-ს წინააღმდეგ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 


ყველა ახალი ამბავი
0