ბათუმში 88 აბი "ექსტაზი" ამოიღეს

© фото - public domainხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 88 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,68554 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს.

თბილისი, 11 აგვისტო— Sputnik. სამართალდამცავებმა ბათუმში, წარსულში ნარკოდანაშაულში ნასამართლევი რევაზ კ-ის პირადი ჩხრეკისას, 88 აბი ფსიქოტროპული საშუალება „ექსტაზი“ აღმოიღეს, ინფორმაციას შსს-ს პრეს-სამსახური ავრცელებს.

დაკავებული ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

 „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 88 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,68554 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 ნარკოლოგიური შემოწმებით ბრალდებულს ფსიქოტროპულ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

ამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). დაკავებულ რევაზ კ-ს 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


ყველა ახალი ამბავი
0