ქალს რომელმაც ბავშვი გაგუდა, 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშისასამართლო დარბაზი
სასამართლო დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდაპირველად ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. შემდეგში გელაძეს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინა.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ქალაქ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად სცნეს დამნაშავედ სამტრედიის რაიონის მცხოვრები მზია გელაძე, მისი ნათესავის 4 წლის ქალიშვილის მკვლელობაში და მას 13  წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურა ხუთშაბათს, 6 აგვისტოს იტყობინება.

 გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 28 ოქტომბერს, სამტრედიის რაიონის სოფელ ნინუაკუთხეში, მზია გელაძემ ნათესავის – ლელა ახალაძის ოთხი წლის შვილი – ლიზი შენგელია წაიყვანა თავისთან სახლში, რასაც მანამდე არაერთხელ ჰქონია ადგილი. 

 „დღის განმავლობაში ლიზი შენგელია თამაშობდა მზია გელაძის ეზოში, საღამოს კი ამ უკანასკნელმა დააძინა ბავშვი თავის საძინებელ ოთახში, რის შემდეგაც დაახლოებით 22 საათზე მძინარე ლიზი შენგელიას პირზე ხელის დადებით განზრახ მოუსპო სიცოცხლე“ — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 სამართალდამცავებმა გელაძე მკვლელობიდან ორი კვირის შემდეგ დააკავეს. 

 თავდაპირველად ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. შემდეგში გელაძეს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის,,ბ” ქვეპუნქტით წარედგინა.


ყველა ახალი ამბავი
0