საქართველოს პოლიციამ ლიბანის მოქალაქეს 7 კგ კოკაინი აღმოუჩინა

© photo: Sputnik / Oleg Zoloto / გადასვლა მედიაბანკშიკოკაინი
კოკაინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნარკოტიკები პოლიციამ დაკავებულის ხელჩანთაში იპოვა. კოკაინი ჩანთაში არსებულ სპეციალურ სამალავსა და ლამინირებულ ფოტოალბომში იდო.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ლიბანის მოქალაქე სარფის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე დააკავეს. მას 7,3 კგ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა, შენახვა და საქართველოდან გატანის მცდელობა ედება ბრალად, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო

ნარკოტიკები პოლიციამ დაკავებულის ხელჩანთაში იპოვა. კოკაინი ხელჩანთაში არსებულ სპეციალურ სამალავსა და ლამინირებულ ფოტოალბომში იდო. 

გამოძიების მტკიცებით, ლიბანის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ელიანო კ. საქართველოს სატრანზიტო გზით ნარკოტიკების თურქეთის რესპუბლიკაში გატანას ცდილობდა. 

დაკავებულს 8–დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 


ყველა ახალი ამბავი
0