სტიქიის ზონაში უძრავი ქონების ინვენტარიზაცია დასრულდა

© facebook.com/CityHallofTbilisiსტიქიის ზარალის ინვენტარიზაცია
სტიქიის ზარალის ინვენტარიზაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალურმა ჯგუფებმა ვერეს ხეობა და მისი მიმდებარე ტერიტორიები - სვანიძის ქუჩა, ”მზიური” და ახალი გზა დეტალურად აღწერეს. აღწერილი ქონება მონაცემთა ერთიან ბაზაში შევა.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. თბილიის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ სტიქიის ზონაში არსებული, წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანებული უძრავი ქონების ინვენტარიზაცია დაასრულა, იუწყება სამშაბათს, 23 ივნისს მერიის პრეს-სამსახური.

”სპეციალურმა ჯგუფებმა დეტალურად აღწერეს ვერეს ხეობის, სვანიძის ქუჩის, „მზიურისა“ და ახალი გზის მიმდებარე ტერიტორია. აღწერილი ქონება მოქცეული იქნება მონაცემთა ერთიან ბაზაში, რაც საშუალებას მისცემს მთავრობას, იმსჯელოს შემდგომი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე”, — აღნიშნულია განცხადებაში.

უძრავი ქონების ინვენტარიზაციის პროცესში მოსახლეობა იყო ჩართული, განაცხადა ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ. როგორც ვაკის რაიონის გამგებელმა ლაშა აბაშიძემ აღნიშნა, ზიანის შეფასების შემდეგ დადგინდება კონკრეტული მეთოდოლოგია თუ როგორ უნდა მოხდეს ზარალის კომპენსირება. 

კვირას, 14 ივნისის ღამით თბილისს წყალდიდობა დაატყდა თავს, რომელმაც 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამი კი ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.


ყველა ახალი ამბავი
0