შსს: საქართველოში დანაშაულის რიცხვმა თითქმის 12%-ით იკლო

© facebook.com/GaribashviliOfficialპოლიციელის დღე
პოლიციელის დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის ხუთი თვის განმავლობაში საქართველოში 14 711 დანაშაულის ფაქტი დაფიქსირდა, მაშინ, როცა 2014 წელს ეს მაჩვენებელი 16 675-ს შეადგენდა.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოში დანაშაულის ფაქტები 2015 წლის იანვარ-მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11,78%-ით შემცირდა, იუწყება შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი სამშაბათს, 23 ივნისს.

უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის ხუთი თვის განმავლობაში საქართველოში 14 711 დანაშაულის ფაქტი დაფიქსირდა მაშინ, როდესაც 2014 წელს ეს მაჩვენებელი 16 675-ს შეადგენდა. ამასთან, 2015 წელს დანაშაულის 53,8 % გახსნილია, ხოლო 2014 წელს – 56,72%.

მხოლოდ 2015 წლის მაისში საქართველოს შსს-მ 3 179 დანაშაულის ფაქტი დააფიქსირა. აქედან გაიხსნა 42,78%. შედარებისთვის: 2014 წლის მაისში ჩადენილი იყო 3 436 დანაშაული, აქედან გაიხსნა 45,37%.

 


ყველა ახალი ამბავი
0