08:39 24 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
ვეფხვი

მედია: პოლიცია თბილისის ქუჩებში კიდევ ერთ ვეფხვს ეძებს

WCS
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
8001

„თბილისის მცხოვრებმა დარეკა და განაცხადა, რომ დაინახა ვეფხვი ფალიაშვილის ქუჩაზე. ადგილზე სპეცსამსახურები გავიდნენ“ - განაცხადეს შსს-ს ოპერატიული მართვის ცენტრში.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საპატრულო პოლიციის ბრიგადები და მაშველები თბილისის ქუჩებში კიდევ ერთ ვეფხვს ეძებენ მას შემდეგ, რაც მოქალაქისგან  შემოვიდა შეტყობინება ვეფხვის დანახვის შესახებ, ამის თაობაზე ქართული ტელეარხები იტყობინებიან. 

დამანგერველი წყალდიდობა  თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე "მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის უპატრონო ძაღლების თავშესაფარი, თბილისის ზოოპარკი, რომელიც სტიქიის ეპიცენტრი გახდა და ძლიერ დაზარალდა. მთელი ტერიტორია დანგრეულია. ცხოველთა დიდი ნაწილი სტიქიას ვერ გადაურჩა, ნაწილი გაიქცა. ოთხშაბათს, თბილისის ცენტრში ვეფხვმა მოქალაქე დაგლიჯა. მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის ქუჩებში მტაცებლები აღარ იყვნენ.  

„თბილისის მცხოვრებმა დარეკა და განაცხადა, რომ დაინახა ვეფხვი ფალიაშვილის ქუჩაზე. ადგილზე სპეცსამსახურები გავიდნენ“, – განაცხადეს შსს-ს ოპერატიული მართვის ცენტრში. 


თემაზე

ალსანია: წყალდიდობის დროს მოსახლეობის ევაკუაცია დაგვიანდა
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ბოდიში მოუხადა
ჯანელიძე: ინფორმაცია მტაცებელი ცხოველების თაობაზე ზოოპარკის მონაცემებს ეყრდნობოდა
თბილისის ზოოპარკთან ახლოს მტაცებელმა ცხოველმა ადამიანი დაგლიჯა

მთავარი თემები