18:20 24 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
თბილისის ზოოპარკი

წულუკიანი: უნდა გაირკვეს ვინ აგებს პასუხს ცხოველების ამ დრომდე ქუჩაში ყოფნის გამო

© Sputnik/
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
2301

ზოოპარკი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაიტბორა, რომელიც თბილისს 14 ივნისის ღამეს დაატყდა თავს. ცხოველების ნაწილი გაიქცა, ნაწილი კი დაიღუპა.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოითხოვა გაირკვეს, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველები ამ დრომდე დასეირნობენ ქალაქის ქუჩებში, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

14 ივნისის ღამით თბილისში დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში არსებული ობიექტები, მათ შორის, ზოოპარკი. ის სტიქიის ეპიცენტრი იყო და ძლიერ დაზიანდა: მთელი ტერიტორია დაინგრა, პარკის ბინადართა უდიდესი ნაწილი დაიღუპა, ნაწილი კი გაიქცა. ოთხშაბათს, 17 ივნისს თბილისის ცენტრში ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა. მანამდე საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ თბილისის ქუჩებში მტაცებლები აღარ იყვნენ. 

„ბუნებრივია, უნდა მოხდეს რეაგირება და რეაგირება შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის. მათ შორის, უნდა განისაზღვროს, ვინ აგებს პასუხს ამის გამო“, – განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თბილისის ქუჩებში ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებლების არარსებობის შესახებ მათ მიერ გახმოვანებული ინფორმაცია ზოოპარკის ხელმძღვანელობის ინფორმაციას ეყრდნობოდა. ზოოპარკის ადმინისტრაცია კი სამშაბათს აცხადებდა, რომ ორი დათვის, ვეფხვისა და გიენის ძებნას განაგრძობდა. 

მედიის ცნობით, ვეფხვი, რომელმაც ადამიანი დაგლიჯა, ზოოპარკის მახლობლად მდებარე აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე მდებარე ერთ–ერთ სათავსოში იმალებოდა. თვითმხილველების თქმით, წყალდიდობის მომდევნო დღეებში მათ დაინახეს სათავსოს ეზოში, ტალახში მწოლიარე ვეფხვი, რომელიც მკვდარი ეგონათ. შენობაში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. სამმა მათგანმა გაქცევა მოახერხა. 

 


მთავარი თემები