ჯანელიძე: ინფორმაცია მტაცებელი ცხოველების თაობაზე ზოოპარკის მონაცემებს ეყრდნობოდა

© photo: Sputnikთბილისის ზოოპარკი
თბილისის ზოოპარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხშაბათს თბილისის ცენტრში ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა. მტაცებლის ლიკვიდაციის სპეცოპერაცია „ლაგუნა ვერეს“ სიახლოვეს ჩატარდა, რომელიც თბილისის ზოოპარკის მეზობლად მდებარეობს. მედიის მონაცემებით, ვეფხვი მთელი ამ ხნის განმავლობაში აბრეშუმის ფაბრიკის ერთ–ერთ სათავსოში იმალებოდა.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რჩებოდნენ თუ არა მტაცებელი ცხოველები ქალქის ქუჩებში, ზოოპარკის მონაცემებს ეყრდნობოდა, განაცხადა ეროვნული უსაფრთხოებისა და კრიზისული მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა მინდია ჯანელიძემ ოთხშაბათს, 17 ივნისს. 

ოთხშაბათს, თბილისის ცენტრში ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა. მტაცებლის ლიკვიდაციის სპეცოპერაცია „ლაგუნა ვერეს“ სიახლოვეს ჩატარდა, რომელიც თბილისის ზოოპარკის მახლობლად მდებარეობს. მედიის მონაცემებით, ვეფხვი მთელი ამ ხნის განმავლობაში აბრეშუმის ფაბრიკის ერთ–ერთ სათავსოში იმალებოდა. 

„ყველა ინფორმაცია, რომელიც მტაცებლებთან დაკავშირებით ვრცელდებოდა, თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია გვაწვდიდა. ჩვენ, შსს და სხვა უწყებები სწორედ ამ ინფორმაციას ვეყრდნობოდით“, — განაცხადა ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია სამშაბათს აცხადებდა, რომ ეძებდა 14 ივნისის ღამის დამანგრეველი წყალდიდობისას ზოოპარკიდან გაქცეულ ორ დათვს, ვეფხვსა და გიენას. მანამდე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებლები თბილისის ქუჩებში აღარ იყვნენ,  ვინაიდან ცხოველთა ნაწილი დაიღუპა, ნაწილი კი დროებით დააძინეს ან დახოცეს. 


ყველა ახალი ამბავი
0