იტალიელი გეოლოგი თბილისში სტიქიური უბედურების მიზეზებს შეისწავლის

© photo: Sputnikსტიქიის შედეგების ლიკვიდაცია
სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცხოელი სპეციალისტი დღის მანძილზე დაათვალიერებს ყველა იმ ადგილს, რომელიც სტიქიური უბედურებისას დაზიანდა და ჩატარებული სამუშაოს შედეგებზე მოხსენებას გააკეთებს, განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. იტალიელი გეოლოგი კლაუდიო მარგოტინი, რომელიც ამავდროულად მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე–პრეზიდენტია, თბილისში სტიქიური უბედურების წარმოქმნის მიზეზებსა და განმეორებითი წყალდიდობის რისკს შეისწავლის. ის უკვე თბილისშია, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ობიექტები — ზოოპარკი, „მზიურის“ პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები და ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩები. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. დაღუპულთა რაოდენობამ 19 ადამიანი შეადგინა, 6 კი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. 

„თბილისში შექმნილი სიტუაცია კომპლექსურია, რადგან დედაქალაქს ორი განსხვავებული ფენომენალური მოვლენა დაატყდა თავს. პირველი იყო წვიმით გამოწვეული წყლის დიდი ნაკადი და მეორე იყო მეწყერი, რომელიც მდინარეზე ჩამოწვა და ისეთი ტალღები წარმოქმნა, რამაც ყველაფერი წალეკა“, — განაცხადა ექსპერტმა. 

როგორც საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, უცხოელი სპეციალისტი დღის მანძილზე დაათვალიერებს ყველა იმ ადგილს, რომელიც სტიქიური უბედურებისას დაზიანდა და ჩატარებული სამუშაოს შედეგებზე მოხსენებას გააკეთებს. 

საქართველოს მთავარი პროკურატურა მანამდე აცხადებდა, რომ  მდინარე ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული. 

 


ყველა ახალი ამბავი
0