მედია: თბილისის ცენტრში ვეფხვი ლიკვიდირებულია

გამოწერა
როგორც 16 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველები თბილისის ქუჩებში აღარ იმყოფებოდნენ. ცხოველების ნაწილი დაიღუპა, ნაწილი დროებით დააძინეს, ხოლო რამდენიმე მათგანის ლიკვიდაცია მოახდინეს.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ვეფხვი, რომელმაც ოთხშაბათს, 17 ივნისს თბილისის ცენტრში ადამიანი დაგლიჯა, ლიკვიდირებულია, იუწყება ტელეკომოპანია ”იმედი”.

მტაცებლის ლიკვიდაციის სპეცოპერაცია საცურაო აუზ ”ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის ზოოპარკის მახლობლად განხორციელდა. მედიის ინფორმაციით, ვეფხვი მთელი ამ ხნის განმავლობაში საწყობის ტერიტორიაზე იმალებოდა.

როგორც 16 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველები ქალაქის ქუჩებში აღარ იმყოფებოდნენ. ცხოველების ნაწილი დაიღუპა, ნაწილი დროებით დააძინეს, ხოლო  რამდენიმე მათგანის ლიკვიდაცია მოახდინეს.

 


ყველა ახალი ამბავი
0