წყალდიდობის დროს დაკარგული დათვები მკვდარი იპოვეს

© photo: Sputnikზოოპარკი
ზოოპარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კოორდინირებით მიმდინარეობს.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. სპეციალურმა სამაშველო სამსახურებმა წყალდიდობის შედეგად ზოოპარკის  დანგრეულ ვოლიერებში მკვდარი დათვები იპოვეს, გრძელდება ვეფხვისა და აფთრის ძებნა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

თბილისში დამანგრეველი წყალდიდობა 14 ივნისს მოხდა. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში განთავსებული შენობები: ზოოპარკი, ”მზიური”, თამაზ ელიზბარაშვილის უპატრონო ძაღლების თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. 

”დათვები ვოლიერებში აღმოაჩინეს, ისინი სპეციალური ტექნიკით ამოიყვანეს”, — განაცხადა ერთ-ერთმა მაშველმა. დაღუპული ცხოველები ტალახით და თიხით იყვნენ დაფარულნი.

ზოოპარკის ადმინისტრაციამ ადრე განაცხადა, რომ ეძებს ორ დათვს, ვეფხვსა და აფთარს.

ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კოორდინირებით მიმდინარეობს. მოხალისეებს ზოოპარკის ტერიტორიაზე შესვლა დღეს ეკრძალებათ. მაშველები ვარაუდობენ, რომ ტერიტორიის სრული გაწმენდისთვის დაახლოებით ორი კვირაა საჭირო.


ყველა ახალი ამბავი
0