საქართველოს პროკურატურა ვერეს ხეობაში მშენებლობის კანონიერებას შეისწავლის

© facebook.com/mod.gov.geსტიქიის შედეგების ლიკვიდაცია
სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირას, 14 ივნისის ღამით თბილისში დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 19 ადამიანს მიაღწია, 6 კი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. თბილისის პროკურატურამ მდინარე ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე  გამოძიება დაიწყო, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში

დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ობიექტები — ზოოპარკი, „მზიურის“ პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები და ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩები. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 19 ადამიანს მიაღწია, 6 კი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. 

„გამოძიების ფარგლებში შესწავლილი იქნება მდინარე ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე გამოკვლეული იყო თუ არა ადგილმდებარეობა, გათვალისწინებული იქნა თუ არა მოსალოდნელი რისკები და მშენებლობისას დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები“, — აღნიშნეს პროკურატურაში. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამთო, სამშენებლო თუ სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი მოჰყვება).

 


ყველა ახალი ამბავი
0