თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღის ბოლომდე წყალმომარაგება შეუწყდება

© photo: Sputnikსტიქიის შედეგების ლიკვიდაცია
სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაკესა და საბურთალოს დიდ ნაწილს, წყალსადენის დაზიანების გამო, 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. თბილისის ზოოპარკის სიახლოვეს მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების გამო ვაკის და საბურთალოს ნაწილი საღამომდე წყალს ვერ მიიღებს, იუწყება წყალმომარაგების კომპანია Georgian Water and Power (GWP) ოთხშაბათს, 17 ივნისს. 

14 ივნისის ღამის წყალდიდობის შედეგად, ზოოპარკთან ჩამოიშალა გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის ნაწილი, რომლის ქვეშაც გაედინება მდინარე ვერე. 

„ჭავჭავაძის გამზირი N5-ის უკან, სტიქიის ზონაში, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მძიმე ტექნიკის მუშაობის შედეგად, 900 მმ-იანი მაგისტრალური მილდენი დაზიანდა. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ბრიგადები უკვე ადგილზეა მობილიზებული, დაწყებულია ქსელების წყლისგან დაცლა, რის შემდეგაც დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდება“, — ნათქვამია განცხადებაში.

წყალმომარაგება საღამოს 9 საათამდე შეუწყდებათ: დოლიძის, ჩიქოვანის, იყალთოს, იყალთოს მთის, პანკისის, ნატახტრის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, ჩაილურის, ტუსკიას, ლიხაურის, წინუბნის, ქარელის, ჭიათურის, ბოლქვაძის, ალექსიძის, ბერბუკის, ტყვარჩელის, აკურის, ბოჭორიშვილის, მიროტაძის, პეკინის, ყაზბეგის, კოსტავას, ჭავჭავაძის, აბაშიძის, ბარნოვის, მელიქიშვილის, კეკელიძის, ფალიაშვილის, თაყაიშვილის, ნაფარეულის, რაფიელ ერისთავის, ბაზალეთის, მცხეთის, ქუთათელაძის, შროშის, ქობულეთის, ჯანიაშვილის, შარტავას, მარაბდის, ტ.ტაბიძის, აბაშელის, მარუხის გმირების, ცხვედაძის, პეტრიაშვილისა და ატენის ქუჩებს. 

დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ობიექტები — ზოოპარკი, „მზიურის“ პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები და ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩები. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0