მაშველებმა საძიებო სამუშაოები განაახლეს

© photo: Sputnikმტკვრის მარჯვენა სანაპიროს აღდგენა
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს აღდგენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვე მესამე დღეა, რაც ასობით მაშველი, პოლიციელი, ჯარისკაცი და მოხალისე წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობს. წყალდიდობა თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, რომელსაც თან ახლდა სეტყვა და ქარი.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. მაშველების, ჯარისკაცებისა და მოხალისეების ჯგუფებმა ოთხშაბათს კვლავ განაახლეს შეწყვეტილი საძიებო და გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც გუშინ, ამინდის არახელსაყრელი პროგნოზის მიზეზით შეწყდა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

თბილისში 14 ივნისის ღამით ძლიერი წვიმა მოვიდა, რომელსაც თან ახლდა სეტყვა და ქარი. აბობოქრებულმა სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები, გზები, ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 19 ადამიანი, 6 კვლავ უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.  მესამე დღეა, რაც ასობით მაშველი, პოლიციელი, ჯარისკაცი და მოხალისე წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობს.

გუშინ, მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმისა და ქარიშხლის საშიშროების გამო თბილისში საძიებო ოპერაცია დროებით შეწყდა. 

ზოოპარკის გაწმენდითი სამუშაოების მაკოორდინირებელი დირექტორი ლევან ჯღარკავა ვარაუდობს, რომ ტერიტორიის სრულად დასუფთავებას ორი კვირა მაინც დაჭირდება. ჯარისკაცები, რომლებიც მესამე დღეა, რაც მაშველებთან ერთად მუშაობენ, აცხადებენ, რომ მძიმე ტექნიკას მთელი დატვირთვით ვერ ამუშავებენ, ვინაიდან შესაძლებელია მიწაში დაღუპულთა გვამები იყოს დაფლული. 


ყველა ახალი ამბავი
0