მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირი საქართველოს წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად 3,4 მლნ ევროს გამოუყოფს

© facebook.com/mod.gov.geსტიქიის შედეგების ლიკვიდაცია
სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკომისიის ინფორმაციით, დამატებითი სახსრები თბილისში დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება, რომ აღადგინონ საკუთარი სახლები და ახალი ცხოვრება დაიწყონ. ამ თანხას ევროკომისია საქართველოს საბიუჯეტო დახმარების სახით გამოყოფს.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ევროკომისია საქართველოს წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად, რაც სასწრაფო ყურადღებას მოითხოვს, 3,4 მლნ ევრომდე თანხას გამოუყოფს, აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

”ევროკომისია თბილისში ძლიერი,  დამანგრეველი წყალდიდობის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებას, შედარებით გადაუდებელ შედეგებთან ბრძოლისთვის, დამატებით სახსრებს გამოუყოფს. ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით სამ მილიონამდე ევრო”, — აღნიშნულია განცხადებაში. 

ევროკომისიის ინფორმაციით, დამატებითი სახსრები თბილისში დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება, რომ აღადგინონ საკუთარი სახლები და ახალი ცხოვრება დაიწყონ. ამ თანხას ევროკომისია საქართველოს საბიუჯეტო დახმარების სახით გამოყოფს.

ევროკომისია განსაკუთრებით დაზარალებული ოჯახებისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით კიდევ 400 ათას ევროს გამოყოფს. ეს დახმარება საკვებ პროდუქტებს, საოჯახო ტექნიკას, სანიტარულ და სამედიცინო დახმარებას გულისხმობს. ეს სახსრები საქართველოში ასევე "წითელ ჯვარსაც" ჩაერიცხება, აღნიშნულია განცხადებაში.

 

 


ყველა ახალი ამბავი
0