01:01 20 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია

თბილისის ზოოპარკთან წყალსადენი მილი გასკდა

© facebook.com/mod.gov.ge.
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
10 0 0

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, „მდგომარეობა არ არის კატასტროფული“. წყალმომარაგების კომპანია Georgian Water and Power–ს უკვე აცნობეს მომხდარის შესახებ.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ოთხშაბათს, 17 ივნისს, თბილისის ზოოპარკთან ახლოს, ახალ გზის ტერიტორიაზე, რომელიც წყალდიდობისას ნაწილობრივ დაინგრა, წყალსადენი მილი გასკდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი–2“. 

წყალმომარაგების კომპანია Georgian Water and Power–ს (GWP) უკვე აცნობეს მომხდარის შესახებ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, „მდგომარეობა არ არის კატასტროფული“.

დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ობიექტები — ზოოპარკი, „მზიურის“ პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები და ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩები. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. 

წყალდიდობის შედეგად, ზოოპარკთან ჩამოიშალა გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის ნაწილი, რომლის ქვეშაც გაედინება მდინარე ვერე. 


მთავარი თემები